დიდიე დეშამის განცხადებით, საფრანგეთის ნაკრებს დიდი ტურნირების ოთხეულში მოხვედრა ჩვევად ექცა, რაც ყველა ფეხბურთელის დამსახურებაა. მან ამის შესახებ 1/4-ფინალში პორტუგალიასთან პენალტების სერიაში გამარჯვების შემდეგ განაცხადა/
„ძალიან დაძაბული და თანაბარი შეხვედრა იყო. მოგება ნებიუსმიერ გუნდს შეეძლო, მიუხედავად იმისა, რომ დამატებითი დროის მიწურულს თამაში გაგვიძნელდა, შესაძლოა, ჩვენ უფრო დავიღალეთ.
ყველაფერი დეტალებამდე დადის. მიხარია, რომ გუნდი ბოლომდე დაიხარჯა და წარმატებას მიაღწია. ჩვენ ოტხ საუკეთესო გუნდში მოხვედრით დავტკბებით. ოთხეულში მოხვედრა ჩვევად გვექცა, მაგრამ კანონზომიერებად არ უნდა მივიღოთ. ეს მთელი გუნდის დამსახურებაა – მათი ვინც ითამაშეს და ვისაც არ უთამაშია.
პებალტების სერიას რაც შეეხება, მოედანზე ოლივიე ჟირუს შეყვანა მინდოდა, მაგრამ მსაჯმა ჩვენი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. რაღაც სიმშვიდე იგრძნობოდა, მიუხედავად იმისა, რომ პენალტებს პორტუგალიელების ტრიბუნასთან ვარტყამდით.
მპაბე როგორც ჩანს დაიღალა. მისი კუნთებისთვის ამ ყველაფრის გაძლება ადვილი არაა, იმის გათვალისწინებით რაც მან გაიარა. მე დავინახე, რომ დამატებითი დროის პირველ ტაიმში მას გაუჭირდა. ამიტომ, მბაპეს მოედანზე დატოვებას აზრი არ ჰქონდა. კილიანი ჩემსა და გუნდის წინაშე ყოველთვის კეთილსინდისიერი იყო, რის გამო თამაშში ახალი სისხლის შეყვანა ბუნებრივი გახლდათ“ – განაცხადა დეშამმა beIN Sports ეთერით.
ნახევარფინალში საფრანეთის ნაკრები 9 ივლისს მიუნხენში ესპანეთს შეხვდება.
ლაშა თაბაგარი





