ინგლისის ეროვნული გუნდი გარეთ საუთგეიტის თავკაცობით ევროპის ჩემპიონატის 1/2-ფინალსში ზედიზედ მეროედ გავიდა. დიუსელდორფში გამართულ შეხვედრაში ინგლისელები მურატ იაკინის გაწვრთნილ შვეიცარიას დაუპირისპირდნენ და მიუხედავად იმისა, რომ დამაჯერებლად ისევ ვერ ითამაშეს, შემდეგ ეტაპზე მაინც ვერ გავიდნენ.
მატჩი ნაკლებად სანახაოებრივი აღმოჩნდა და 75-ე წუთამდე სახიფათო მომენტები ფაქტობრივად არ იქმნებოდა. ძირითადი დროის ამოწურვამდე 15 წუთი ადრე კი, მეტოქის საჯარიმოში მარჯვნიდან შეჭრილმა ვარგასმა პასი კარის შორეულ ძელთან გააკეთა, სადაც მდგომ ემბოლოს ბურთი ინგლისელი ფეხბურთელის ფეხიდან მიუვიდა და ანგარიში გახსნა.
შვეიცარიელების სიხარული დიდი ხანი არ გაგრძელებულა. მე-80 წუთზე ბუკაიო საკამ ბურთი მეტოქის საჯარიმოსთან ახლოს მიიღო და მას მერე რაც მარჯცენა გლანგიფდან ცენტრისკენ შეიწია, შორეულ კუთხეში „მოჭრილი“ დარტყმით ანგარიში გაათანაბრა – 1:1.
დამატებით დროში გოლი არ გასულა, ხოლო პენალტების სერია ინგლისელებმა უკეთესად შეასრულეს და 5:3 გაიმარჯვეს. შვეიცარიელებიდან თავისი შანსი აკანჯიმ ვერ გამოიყენა, ხოლო ბრიტანელებს თერთმეტმეტრიანი არ გაუცუდებიათ.
ლაშა თაბაგარი
