თბილისის “იბერიიაში” გიორგი მიქაძის ნაცვლად მთავარ მწვრთნელად ლევან კორღალიძე დანიშნეს, რომელიც ბოლოს ყაზახეთის პრემიერლიგის “ჟენისს” ავარჯიშებდა და გუნდი მაისში დატოვა.
კორღალიძე “იბერიას” (ყოფილი “საბურთალო”) 2-ჯერ ავარჯიშებდა – 2020 წლის სექტემბრიდან 2021 წლის აპრილამდე და 2021 წლის ნოემბრიდან 2022 წლის ივნისამდე. მან 2021 წელს თბილისელებთან ერთად საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი მოიგო. 44 წლის კორღალიძე ასევე 2019 წლის აპრილიდან 2020 წლის მარტამდე თბილისის “ლოკომოტივს” თავკაცობდა.
ლაშა თაბაგარი





