გიორგი მიქაძე “იბერიადან” დაითხოვეს

0
90

გიორგი მიქაძე თბილსისი “იბერიას” მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან გაშუშვეს, რის შესახებ კლუბის პრესსამსახური იუწყება.
მიქაძის გაშვება გასაკვირია, რადგან 10-გუნდიან კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში “იბერია” მე-3 ადგილზეა. გარდა ამისა, მიქაძე პირველი წრის საუკეთესო მწვრთნელადაც დაასახელეს. სჩანს, მას საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში ბოლო 7 მატჩიდან ხუთის წაგება და სლავა მეტრეველის სახელობის სუეპრთასზე წარუმატებელი გამოსვლა არ აპატიეს – “იბერიამ” ნახევარფინალი თბილისის “დინამოსთან” წააგო, ხოლო მესამე ადგილისთვის მატჩში ბათუმის “დინამოსთან” დამარცხდა. 34 წლის სპეციალისტი “იბერიას” 2023 წლის ოქტომბრიდან ხელმძღვანელობდა და დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი მოაგებინა. გავრცელებული ინფორმაციით, მას ლევან კორღალიძე შეცვლის, რომელიც მანამდე “იბერიაში” ორჯერ მუშაობდა.
“იბერია” კონფერენსლიგაში მეორე საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთვება და მალტის “მარსაქსლოკსა” და ალბანეთის “პარტიზანის” შორის გამარჯვებულს შეხვდება.
კონფერენსლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 25 ივლისსა და 1-ელ აგვისტოს გაიმართება.
ლაშა თაბაგარი