გიორგი ქვილითაია კარიერას კვიპროსის ლიმასოლის “არისში” გააგრძელებს. საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდი დამატება ლიმასოლელებმა ოფიციალურ ვებგევრდზე დაადასტურეს.
30 წლის ქვილითაიამ 2023-2024 წლების სეზონში აპოელში ჩატარებულ 29 მატჩში 9 გოლი გაიტანა. მან ნიქოზიელებთან ერთად კვიპროსოს ჩემპიონატი მოიგო და სეზონის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. ამრიგად, აპოელში მხოლოდ ერთი ქართველი დარჩა – ჩვენი ეროვნული გუნდის მცველი ლაშა დვალი.
ლაშა თაბაგარი
