გიორგი მაკარიძე საქართველოს ჩემპიონატში დაბრუნდა. 34 წლის მეკარე, რომელიც ბოლოს პორტუგალიის ქვედალიგელ “კოვილიაში” გამოდიოდა, თბილისის “იბერიას” კარს დაიცავს. მანამდე, ის საქართველოს თბილისის “დინამოში” 2006-2008 წლებში ირიცხებოდა.
მაკარიძე კარიერის განმავლობაში ასევე საფრანგეთის “ლე მანში”, კვიპროსოს “დოქსაში”, პორტუგალიის “ფეირენსეში”, “მორიერენსეში”, “რიუ ავეში”. “ვიტორია სეტუბალში”, “მარიტიმუში”, ესპანეთის “ალმერიაში” და “პონფერანდინაში” გამოდიოდა.
მაკარიძეს საქართველოს ნაკრებში დებიუტი 17 წლის ასაკში ჰქონდა და 23 შეხვედრა ჩაატარა.
ლაშა თაბაგარი
