3 ივნისს, თბილისში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური მაღაზია გაიხსნა.
ახალ მაღაზიაში ნაკრების ოფიციალური პროდუქციაა წარმოდგენილი. სათამაშო ფორმასთან ერთად მაღაზიაში, საგულშემატკივრო მაისურებისა და ატრიბუტიკის ყიდვაა შესაძლებელი. განახლებულ კოლექციაში საბავშვო ზომებიც არის გათვალისწინებული.
მაღაზია სფფ-ს პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა ვეტერან ფეხბურთელებთან ერთად გახსნა. ღონისძიებას ესწრებოდნენ სფფ-ს გენერალური მდივანი დავით მუჯირი, სფფ-ის პირველი ვიცეპრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე და ვიცეპრეზიდენტები – აკაკი ალადაშვილი და ნიკოლოზ ჯღარკავა.
ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში, სფფ-ის ოფიციალური მაღაზიის პროდუქცია წარმოდგენილი იქნება თბილისის და ბათუმის Duty Free-ში, ასევე კარფურის თბილისი მოლის, ისთ ფოინთის, ქუთაისის, გორისა და ბათუმის ჰიპერმარკეტებში
სფფ-ს ოფიციალური მაღაზია ჭავჭავაძის 74-ში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის შესასვლელთან მდებარებოს. მაღაზია ყოველდღე 10:00-დან 20:00 საათამდე იმუშავებს. პროდუქციის შეძენა კვლავ იქნება შესაძლებლეია ონლაინ მაღაზიაში – fanshop.ge
