კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-2 წრის საუკეთესო ფეხბურთელად ქუთაისის „ტორპედოს“ თავდამსხმელი ბიორნ იონსენი დაასახელეს. ნორვეგიელმა მეოირე წრეში მეტოქეთა კარი 5-ჯერ აიღო, ხოლო 11 გოლით ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირია.
მეორე წრის საუკეთესო მწვრთნელად გორის „დილას“ პორტუგალიელი თავკაცი რუი მოტა დაასახელეს. მისი ხელმძღვანელობით მეორე წრეში გორელებმა 9 თამაშიდან 5 მოიგეს და 4 ფრედ დაასრულეს. საერთო ჯამში, „დილას“ ზედიზედ 15 მატჩია არ წაუგია და გათამაშების ცრილს დამსახურებულად ლიდერობს.
მეორე წრის სიმბოლური ნაკრები ასე გამოიყურება:
კერესელიძე („დილა“) , ჭავჭანიძე („გაგრა“), უგრეხელიძე („დინამო“, თბილისი), აურო („ტორპედო“), ელიტონი („ტორპედო“), მელქაძე („კოლხეთი’), კონტე („დილა“), ვაუტერი („დილა“), პირესი („ტორპედო“), იონსენი („ტორპედო“).
ლაშა თაბაგარი
