მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელის კარლო ანჩელოტის განცხადებით, ჩემპიონტა ლიგის ფინალი ყველაზე მნიშვნელოვანი, მაგრამ ამავე დროს ყველაზე სახიფათო მატჩია. მან ამის შესახებ დღეს ლონდონში „უემბლის“ სტადიონზე დორტმუნდის „ბორუსიასთან“ გასამართ შეხვედრამდე განაცხადა.
„ფინალი ეს ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩია, მაგრამ ამავე დროს ყველაზე სახიფათო. მაქსიმალურად უნდა დავტკბეთ იმით, რომ აქ ვართ და ამას ვაკეთებთ, მაგრამ შემდეგ ავღელვდებით, რადგან შესაძლოა რაღაც ისე არ მოხდეს.
გრძნობ, რომ ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვება ახლოსაა და ჩნდება შიში, რომ შესაძლოა ის ხელიდან დაგისხლტეს. თითოეული ჩვენთაგანი ამას თავისებურად განვიცდითდა უმკლავდება. ეს ძალიან კარგად უნდა გავაკეთოთ ძალების მაქსიმალური დახარჯვით და ცოტა იღბლის წყალობით.
ფინალამდე როდესაც აღწევს, წარმატება ძალიან ახლოს გეჩვენება და ნერვიულობას იწყებ. ბევრი ნერვიულობა და შიშია. თუმცა, როდესაც ამ შიშს დაძლევ და გაიმარჯვებ, წარმატებით მიღწეული ბედნიერება კიდევ უფრო დიდია“ – იუწყება იტალიელი სპეციალისტის ნათქვამს უეფას ვებგვერდი.
„რეალი“ – „ბორუსიას“ დაპირისპირება „უემბლიზე“ თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
ლაშა თაბაგარი
