დორტმუნდის „ბორუსიას“ მთავარი მწვრთნელის ედინ ტერზიჩის თქმით, მის გუნდს ჩემპიონთა ლიგის ფინალში მადრიდის „რეალთან“ ბრძოლა მაღალ დონეზე შეუძლია..
„ჩვენ ვიცით, რომ „რეალი“ ამ ტურნირზე ყველაზე წარმატებული გუნდია. თუმცა, ასევე გვესმის, რომ მასთან ბრძოლა მაღალ დონეზე შეგვიძლია. თამაშის დროს შესაძლოა ყველაფერი მოხდეს. „რეალი“ ფავორიტია, მაგრამ ჩვენ ეს არ გვაღელვებს. მანამდე ჩატარებულ შეხვედრებშიც ჩვენ ფავორიტები არ ვიყავით.
ანჩელოტის ძალიან დიდ პატივს ვცემ. ის ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან მწვრთნელებს შორის, რომლებმაც წარმატებას რამდენიმე გუნდთან ერთად რამდენიმე ქვეყანაში მიაღწიეს. ანჩელოტი საუცხოო მისაბაძი მაგალითია ყველა ახალგაზრდა მწვრთნელისთვის, მათ შორის ჩემთვის“ – იუწყება ტერზიჩის ნათქვამს უეფას ვებგვერდი.
„რეალი“ – „ბორუსიას“ დაპირისპირება „უემბლიზე“ თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
ლაშა თაბაგარი
