ბათუმის „დინამომ“ სტუმრად „მეშახტე“ დაამარცხა

0
0

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 22-ე ტურმა სტარტი წყალტუბოში აიღო, სადაც ტყიბულის „მეშახტემ“ ბათუმის „დინამოს“ უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით დამარცხდა.
26 მაისის სახელობის სტადიონზე გამართულ მატჩში ერთადერთი გოლი 23-ე წუთზე გავიდა, როდესაც ბათუმელებმა მაღალი პრესინგის წყალობით მეტოქის ნახევარზე ბურთი მოიპოვეს და სანდრო ალთუნაშვილმა „მეშახტეს“ საჯარიმოში თორნიკე კირკიტაძე მოძებნა, რომლის გადაცემის მერე ალბანელმა უერდი მარამ გაიტანა.
გიორგი ჭიაბრიშვილის ხელმძღვანელობით ბათუმელებმა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის განახლების შემდეგ, ზედიზედ სამი მატჩიდან 2 მოიგეს და 1 ფრედ დაასრულეს – 34 ქულით 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზე არიან.
ლაშა თაბაგარი