წიტაიშვილის დებიუტი „რაიო ვალეკანოში“ გადაიდო

0
3

გიორგი წიტაიშვილის დებიუტი „რაიო ვალეკანოში“ გადაიდო. ესპანეთის ლა ლიგის მე-2 ტურში მადრიდული გუნდი შინ „ალავესს“ დაუპირისპირდა და ქულა აიღო.
საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბ, რომელმაც „რაიო ვალეკანოსთან“ კონტრაქტი მიმდინარე კვირაში 2029 წლის ივნისამდე გააფორმა, განაცხადში მოხვდა, მაგრამ თავის გამოჩენის საშუალება არ ჰქონია.
უგოლო პირველი ტაიმის მერე, მადრიდელები 48-ე წუთზე კამელომ დააწინაურა, ხოლო სტუმრებიდან 84-ე წუთზე ანგარიში დიასმა გაათანაბრა.
სეზონის სტარტზე „რაიო ვალეკანოს“ ჯერ არ მოუგია და 1 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-9 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი