საბა ლობჟანიძე: „ჯგუფიდან გასვლა მინდა“

0
43

„ატლანტა იუნაიტედის“ გარეამრბის საბა ლობჟანიძის განცხადებით, რომელმაც MLS-ის განვლილ ტურში ლეო მესის „ინტერ მაიამისთან“ დუბლი შეასრულა, sport-express.ru-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფიდან გასვლა სურს.
|-თქვენთვის რას ნიშნავს, რომ მოედანზე მესის, სუარესის, ბუსკეტსის და ალბას წინააღმდეგ არა უბრალოდ სათამაშოდ გახვიდა, არამედ, ამ გუნდს ორი გოლი გაუტანა, მათ შორის გამარჯვების მომტანი?
-ჩემთვის მთავარია, რომ გუნდმა მოიგო. რა თქმა უნდა, გოლების გატანამ გამახარა, მით უმეტეს იმ გუნდის კარში, სადაც ასეთი დიადი ფეხბურთელები თამაშობენ. თუმცა, სამი ქულს აღებაზე მნიშვნელოვანი არაფერია. ჩვენ ეს ქულები ძალიან გვჭირდებოდა.
-ზემოთ ნახსენები ვარსკვლავებიდან მაისური არავის გაუცვალეთ? თქვენ ეს ნამდვილად დაიმსახურეთ.
-არა.
-მარჯვენა ფლანგზე ხორდი ალბას წინააღმდეგ თამაშობდი – გამოდის, რომ ასეთ ვარსკვლავზე ძლიერი აღმოჩნდი. მარჯვენა ფლანგი, რომ თქვენი ჩვეული პოზიცია არაა?
-ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს რომელ ფლანგზე ვითამაშებ – მარცხენაზე თუ მარჯვენაზე. ორივე პოზიციას საუცხოოდ ვიცნობ.
-ხანგრძლივი მოუგებელი სერიის შემდეგ სტუმრად მოიგეთ, ხოლო თქვენი მეტოქე, რომელიც ჩემპიონატის ლიდერია, ზედიზედ 10 წაუგებელი მატჩის მერე დამარცხდა. გაოცებული ხართ?
-ჩვენ უბრალოდ საკუთარი საქმე გავაკეთეთ. ცხადია, ვიცოდით, როგორი დონის გუნდს ვეთამაშებოდით, რომელსაც კარგი პერიოდი აქვს. თუმცა, ამის მიუხედავად მოედანზე მხოლოდ მოსაგებად გავედით და გავიმარჯვეთ.
-იმ დღეს, როდესაც „ინტერ მაიამის“ 2 ბურთი გაუტანეთ, „ჰათაისფორში“ თქვენმა ყოფილმა თანაგუნდელმა მაროკოელმა ელ კააბიმ „ოლიმპიაკოსის“ მაისურით კონფერენს ლიგის ფინალში „ფიორენტინასთან“ გამარჯვების გოლი გაიტანა.
-მისი წარმატება მიხარია და ჩემი თამაშის შემდეგ წარმატება მივულოცე.
-შარშან თებერვალში ჰათაიში მომხდარი საშინელი მიწისძვრის დროს. როდესაც თქვენი თანაგუნდელი კრისტიან აცუ დაიღუპა, სად იყავით?
-საშინელი მომენტი იყო, რომელიც არასოდეს დამავიწყდება – ამდენი ხალხი დაიღუპა…მე ჰათაიში ვიყავი სახლში და როდესაც მიწისძვრა დაიწყო ქუჩაში გავიქეცი.
-როგორ ფიქრობთ მესის გუნდის კარში შესრულებული დუბლი ნაკრებში თქვენს პოზიციაზე გავლენას მოახდენს?
-ვნახოთ. ახლა ამ კითხვაზე პასუზი არ მაქვს. შემიძლია ვთქვა, რომ ყველაფრისთვის მზად ვარ.
-საქართველოს ნაკრები დიდ საერთაშორისო ტურნირში პირველად მონაწილეობს. მომავალი ევროპის ჩემპიონატისგან რას ელოდებით?
-ჯგუფიდან გასვლა მინდა.
-ფრანგმა მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა გუნდი რით გააძლიერა?
-ვფიქრობ, ახლა უფრო ერთ მუშტად ვართ შეკრული. ყველა ვინც მოედანზე გადის ერთმანეთისთვის, გუნდისთვის, ქვეყნისთვის იბრძვის და ბოლომდე იხარჯება. ჩემი აზრით ეს ყველაზე დიდი პროგრესია. რა თქმა უნდა, ის კარგი მწვრთნელი და საუცხოო ტაქტიკოსია. სწორედ ამის გამო ევროპის ჩემპიონატზე ვართ.
-გასახდელის ლიდერებად ვის დაასახელებთ?
-თითოეულს. ჩვენ ერთი ან ორი ადამიანი არ გვყავს, რომლებიც ამ მხხრივ განსაკუთრებით გამოირჩევიან.
-ამჟამად, ქართული ფრეხბურთისთვის ხვიჩა კვარაცხელია რამდენად დიდ როლს თამაშობს?
-ის ჩვენი მთავარი ვარსკვლავია. საუცხოო მოთამაშე და ადამიანია. ხვიჩა ყველაფერში საუცხოოა.
-იმის გათვალისწინებით, რომ MLS არც ევროპის ჩემპიონატის მსვლელობის დროს ჩერდება, „ატლანტამ“ ნაკრებში იოლად გაგიშვათ?
-შესაძლოა, კლუბისთვის ეს იოლი არაა, მაგრამ რა უნდა ვქნათ? ეს ხომ ევროპის ჩემპიონატია, სადაც საკუთარი ქვეყნის ღირსება უნდა დავიცვათ. როგორც დავთვალე, სავარაუდოდ „ატლანტას“ ოთხ თამაშს გამოვტოვებ.
-შეგიძლიათ, რომ MLS-ის და თურქეთის სუპერლიგის დონე, სადაც რამდენიმე სეზონი ითამაშეთ, ერთმანეთს შეადაროთ?
– MLS კარგი ლიგაა, რომელშიც კარგი სათამაშო ტემპია და საუცხოო მოთამაშეები გამოდიან. მის შესახებ მხოლოდ კარგის თქბა შემიძლია და სხვა ჩემპიონატებთან შედარების აზრს ვერ ვხედავ.
ლაშა თაბაგარი