გიორგი ქოჩორაშვილი „სევილიას“ ფეხბურთელია

0
14

გიორგი ქოჩორაშვილი კარიერას „სევილიაში“ განაგრძობს. საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა კონტრაქტი 2030 წლის ივნისამდე გააფორმა, რაც ანდალუსიურმა კლუბმა დაადასტურა.
27 წლის ქოჩორაშვილმა გასული სეზონი ლისაბონის „სპორტინგში“ გაატარა, სადაც ყველა ტურნირში 21 მატჩი ჩაატარა. შარშან ლისაბონელებმა გიორგი ესპანეთის „ლევანტედან“ შეიძინეს. სევილელებს გიორგის ტრანსფერი 4 მილიონი ევრო დაუჯდათ.
კარიერის განმავლობაში ქოჩორაშვილი ასევე თბილისის „იბერიაში“ (ყოფილი „საბურთალო)“, ესპანეთის „პერალადაში“ და „კასტელიონში“ გამოდიოდა.
„სევილიას“ ესპანეთის ლა ლიგა ერთხელ მოუგია, ხოლო ესპანეთის თასი – ოთხჯერ. გარდა ამისა, ერთხელ ესპანეთის სუპერთასს დაეუფლა.
სევილიელებმა ევროპა ლიგაში (ყოფილი უეფას თასი) შვიდჯერ გაიმარჯვეს, რაც ტურნირის რეკორდია, ერთხელ კი ევროპის სუპერთასს დაეუფლნენ.
ლაშა თაბაგარი