„ნაპოლის“ მომავალ სეზონში ანტონიო კონტე გაწვრთნის, ირწმუნება ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.
ნეაპოლურმა კლუბმა 54 წლის სპეციალისტთან კონტრაქტის ყველა დეტალი შეათანხმა ხელფასის, ბონუსების, საიმიჯო უფლებების და სტაფის წევრების ჩათვლით. კონტე „ნაპოლისთან“ ხელშეკრულებას 2027 წლის ივნისის ბოლომდე გააფორმებს. ნეაპოლელები 54 წლის იტალიელი სპეციალისტის დანიშვნის შესახებ ოფიციალურად უახლოს ხანში განაცხადებს.
კონტე ბოლოს ლონდონის „ტოტენჰემში“ მუშაობდა, რომლიდან 2023 წლის მარტში დაითხოვეს. მანამდე, ის „არეცოს“, „ბარის“, „ატალანტას“, „სიენა“, ტურინის „იუვენტუსს“, იტალიის ეროვნულ ნაკრებს, „ჩელსის“ და მილანის „ინტერს“ ავარჯიშებდა.
კონტემ მწვრთნელის რანგში „იუვენტუსს“ იტალიის ჩემპიონატი 3-ჯერ მოაგებინა, „ჩელსის“ ინგლისის პრემიერლიგაში გაამარჯვებინა, ხოლო „ინტერს“ „სკუდეტო“ ააღებინა.
ლაშა თაბაგარი
