ხვიჩა კვარაცხელიამ „პარი სენ ჟერმენთან“ პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანახმა, ირწმუნება ავტორიტეტული ფრანგული გამოცემა L’Equipe.
გარიგების დეტალები არ ხმაურდება, მაგრამ საუბარი გრძელვადიან თანამშრომლობაზეა. კვარაცხელიას პსჟ-ში საბოლოო ტრანსფერამდე აუცილებელია, რომ ფრანგული კლუბი „ნაპოლის“ საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელის გამოსასყიდ თანხაზე შეუთანხმდეს.
პარიზელები მზად არიან 23 წლის ფეხბურთელში 60 მილიონი ევრო გადაიხადონ, ხოლო იტალიელები 10 მილიონს ითხოვენ. გამორიცხული არაა, რომ პსჟ-მ თანხის გარდა, კიდევ თავისი გუნდის რომელიც ფეხბურთელი შესთავაზოს „ნაპოლის“.
კვარაცხელიამ განვლილ სეზონსი იტალიის ჩემპიონატში ჩატარებულ 34 მატჩში 11 გოლი გაიტანა და 6 საგოლე პასი გააკეთა. მან იტალიის თასზე 1 შეხვედრა ჩაატარა, რომელშიც თავი არ გამოუჩენია. გარდა ამისა, კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგაში ჩატარებულ 8 მატჩში 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.
ლაშა თაბაგარი
