კრაიოვას „უნივერსიტატიამ“, რომელშიც ანზორ მექვაბიშვილი გამოდის, ევროპა ლიგის პლეი-ოფის პირველ შეხვედრაში შინ სომხეთის „არარატ-არმენიას“ ვერ მოუგო.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 85-ე წუთზე შეცვალეს. ის რამდენიმე ეპიზოდში მეტოქის კარს შორიდან დაემუქრა, მაგრამ ყველა მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა.
სტუმრები ბერძენმა ლეგიონერმა მალისმა მე-20 წუთზე დააწინაურა – 0:1. 33-ე წუთზე ბანკუმ საპასუხო გოლი გაიტანა – 1:1. დარჩენილ დროში ანგარიში არ შეცვლილა და რუმინეთის მოქმედი ჩემპიონი საპასუხო შეხვედრას ერევანში 27 აგვისტოს ჩაატარებს.
ლაშა თაბაგარი





