საბა საზონოვმა კარიერაში ევროთასზე პირველი მატჩი ჩაატარა. „ხეტაფე“, რომელსაც საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ზაფხულში შეურთდა, კონფერენს ლიგის პლეი-ოფის პირვე მატჩში შინ ბელგრადის „პარტოზანს“ შეხვდა და 3:1 დაამარცხა.
საზონოვი სასტარტო შემადგენლობაში არც ამჯერად იყო და თამაშში 79-ე წუთზე ჩაერთო. მასპინძლები მე-10 წუთზე უნალმა დააწინაურა, ხოლო 43-ე წუთზე სეკმა საპასუხო ბურთი გაიტანა.
68-ე წუთზე „ხეტაფე“ მოედანზე 10 კაცით დარჩა, რადგან მეორე ყვითელი ბარათის მიღების გამო აბქარი გააძევეს. 87-ე წუთზე ესპანელები წინ ანდრეს გარსიამ გაიყვანა, საბოლოო წერტილი კი, 90-ე წუთზე მოხიკამ დასვა,
„ხეტაფე“ საპასუხო შეხვედრას ხორვატიაში 27 აგვისტოს ჩაატარებს.
ლაშა თაბაგარი





