ფლორენციის „ფიორენტინას“ მთავარმა მწვრთნელმა ვინჩენცო იტალიანომ კონფერენს ლიგის ფინალში პირეოსის „ოლიმპიაკოსთან“ 0:1 დამარცხების შემდეგ, ბოდიში მოიხადა.
„ბოდიშს მეორედ ვიხდი. ბოდიშს ვიხდი, რადგან განვლილ მატჩში გოლის გატანის, ანგარიშში დაწინაურების ან საპასუხო ბურთის გატანის ბევრი შანსი გვქონდა. ბიჭებმა რაც შეეძლოთ ყველაფერი გააკეთეს – იბრძოლეს, ოფლი დაღვარეს, საგოლე მომენტები შექმნეს გუნდთან, რომელიც კარგი კომბინაციების გათამაშების საშუალებას არ გვაძლევდა.
კიდევ ერთხელ დავმარცხდით მატჩში, რომლის წაგებას არ ვიმსახურებდით. პენალტების სერიამდე მისვლა შეგვეძლო. ძალიან იმედგაცრუებული ვარ.
მესამედ ვითამაშეთ ფინალში ისე როგორც საჭირო იყო, მაგრამ შესაძლოა ჯერ არ გვყოფნის ეშმაკობა და სიმწიფე იმისთვის, რომ ასეთი მნიშვნელოვანი თამაში მოვიგოთ, ბიჭები მეცოდება, მაგრამ ასეთია ფეხბურთი და მსგავსი მარცხიც კი უნდა მიიღო“ – იუწყება იტალიელი სპეციალისტის ნათქვამს უეფას ვებგვერდი.
იტალიანოს ხელმძღვანელობით „ფიორენტინა“ კონფერენს ლიგის ფინალში ზედიზედ მეორედ დამარცხდა და ასევე, იტალიის თასი წააგო,
ლაშა თაბაგარი
