ბერძნული „ოლიმპიაკოსის“ მთავარმა მწვრთნელმა ხოსე ლუის მენდილიბარმა კონფერენს ლიგის ფინალში ფლორენციის „ფიორენტინასთან“ (1:0) გამარჯვების შემდეგ, განაცხადა, რომ გუნდთან ერთად მუშაობის გაგრძელება სურს.
„ყველაფერი საუკეთესოდ დასრულდა. მე მიმაჩნია, რომ ეს მარათონი იყო. წელიწადი სირთულეებით დაიწყო და ზოგიერთ წინააღმდეგობას შევეჯახეთ, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ ეს ამად ღირდა.
ჩემთვის ეს დღე იმის გაგრძელებაა, რასაც შარშან მივაღწიე. თუმცა, ძალიან კარგად ვიცი ეს წარმატება რას ნიშნავს „ოლიმპიაკოსისთვის“, რომელმაც ევროთასი თავის ისტორიაში პირველად მოიგო. ამ სიხარულს ფანებთან ერთად ვიზიარებ და გუნდთან ერთად მუშაობის გაგრძელება მსურს.
წარმატების მისაღწევად ბევრი დრო დამჭირდა. მანამდე, სხვა რაღაცეებთან გამკლავება მიწევდა, რაც ასე თუ ისე წარმატებით მოვახერხე. თუმცა, ეს სერიოზული მიღწევაა, რომელსაც მივესალმები. ამის შესახებ რამდენიმე წლის მერე გავიხსენებ. თუმცა, არა ახლა. ვიფიქრებ და თავზე ხელებს შემოვიჭდობ.“ – იუწყება ესპანელი სპეციალისტის ნათქვამს უეფას ვებგვერდი.
ლაშა თაბაგარი
