საქართველოს 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები, 6 ივნისს, 19:00 საათზე, თბილისის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, ამხანაგურ მატჩში ყაზახეთის ახალგაზრდულს დაუპირისპირდება.
აღნიშნული მატჩისთვის, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ 22 ფეხბურთელი გამოიძახა. ტრავის გამო, მოახლოებულ შეკრებას “იბერია 1999”-ის ნახევარმცველები – გიზი და ოთო მამაგეიშვილები გამოტოვებენ.
ყაზახეთთან შეხვედრისთვის მოსამზადებელ შეკრებაში, 21-წლამდე ნაკრების ორი დებიუტანტი მიიღებს მონაწილებას – ვახტანგ სალია (დინამო თბილისი) და გიორგი ხარებავა (კოლხეთი, ფოთი) ახალგაზრდულ ნაკრებში პირველად არიან გმოძახებული.
მეკარეები: ლუკა ხარატიშვილი (დინამო ბათუმი), ლევან თანდილაშვილო (თელავი).
მცველები: საბა ხვადაგიანი (მაკაბი ნეთანია, ისრაელი), საბა გოგლიჩიძე (ემპოლი, იტალია), გიორგი მაისურაძე (დინამო თბილისი), საბა მამაცაშვილი (იბერია 1999), ზურაბ რუხაძე (დილა გორი), ლაშა კვარაცხელია (სამტრედია), ნიკოლოზ უგრეხელიძე (დინამო თბილისი), ლუკა ლაცაბიძე (დონეცხკის შახტარი).
ნახევარმცველები: ლაშა ოდიშარია (რფს რიგა, ლატვია), ლევან ოსიყმაშვილი (დინამო თბილისი), თორნიკე მორჩილაძე (თელავი), ლუკა გაგნიძე (დინამო მოსკოვი), შალვა ოგბაიძე (დენ ბოსხი, ნიდერლანდები), ნოდარ ლომინაძე (დინამო თბილისი), გიორგი აბუაშვილი (კოლხეთი 1913), გიორგი ხარებავა (კოლხეთი 1913).
თავდამსხმელები: ვასილიოს გორდეზიანი (დინამო თბილისი), გიორგი კვერნაძე (ფროზინონე, იტალია), ჯადული იობაშვილი (დინამო თბილისი), ვახტანგ სალია (დინამო თბილისი).
