მოურინიომ „ფენერბაჰჩესთან“ ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა

0
58

ჟოზე მოურინიო თურქეთის „ფენერბაჰჩეს“ გაწვრთნის. ლეგენდარულმა პორტუგალიელმა სპეციალისტმა თურქულ კლუბთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
მოურინიო 2021-2024 წლებში იტალიის „რომას“ წვრთნიდა, რომელსაც 2021-2022 წლების სეზონში კონფერენს ლიგა მოაგებინა, რაც კლუბის ისტორიაში ერთადერთი ევროთასია. გარდა ამისა, შარშან პორტუგალიელის ხელმძღვანელობით „რომა“ ევროპა ლიგის ფინალში გავიდა და გერმანულ „აინტრახტთან“ დამარცხდა. მოურინიო რომადან მიმდინარე წლის იანვარში გაუშვეს და მის ნაცვლად გუნდი დანიელე დე როსიმ ჩაიბარა.
ლაშა თაბაგარი