დვალიშვილი ბათუმის “დინამოს” სპორტული დირექტორი აღარაა

0
59

ლადო დვალიშვილი საფეხბურთო კლუბ ბათუმის “დინამოს” სპორტული დირექტორის თანამდებობიდან დაითხოვეს. ამის შესახებ ბათუმური კლუბის პრესსამსახური იუწყება”
“ლადო დვალიშვილმა ჩვენი კლუბის სპორტული დირექტორის თანამდებობა დატოვა. “დინამო ბათუმი” მადლობას უხდის ლადოს კლუბის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის და სპორტული დირექტორის პოსტზე მუშაობის პერიოდში მოპოვებული არაერთი გამარჯვებისთვის. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ ლადოს ევრო 2024 – ზე საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებთან ერთად, ასევე პირად ცხოვრებასა და კარიერაში”.
შეგახსენებთ, რომ დვალიშვილი ბათუმის “დინამოს” პარალელურად საქართველოს ნაკრებში მენეჯერად მუშაობდა და ამჟამად,  ვილი სანიოლის შეგირდებთან ერთად შეკრებაზეა.
ლაშა თაბაგარი