ხვიჩა კვარაცხელიას აგენტმა მამუკა ჯუღელმა დაადასტურა, რომ მისი კლიენტის შეძენით პსჟ მართლაცაა დაინტერესებული, მაგრამ ყველაფერი „ნაპოლიზეა“ დამოკიდებული.
„ინფორმაცია საუდის არაბეთის კლუბების მხრიდან კვარაცხელიათი დაინტერესების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება. პსჟ-ს მხრიდან დაინტერესება და წინადადება არის, მაგრამ ყველაფერი „ნაპოლიზე“ და მის პრეზიდენტზეა დამოკიდებული“ – იუწყება ჯუღელის ნათქვამს ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო,.
23 წლის კვარაცხელიამ განვლილ სეზონსი იტალიის ჩემპიონატში ჩატარებულ 34 მატჩში 11 გოლი გაიტანა და 6 საგოლე პასი გააკეთა. მან იტალიის თასზე 1 შეხვედრა ჩაატარა, რომელშიც თავი არ გამოუჩენია. გარდა ამისა, კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგაში ჩატარებულ 8 მატჩში 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.
ლაშა თაბაგარი
