გიორგი გაგუამ „დუნაისკა სტრედას“ მაისურით მიმდინარე სეზონში სლოვაკეთის ჩემპიონატში მეოთხე საგოლე გადაცემა შეასრულა. მე-5 ტურში „დუნაისკა სტრედამ“ შინ „პოდბრეზოვა“ 5:0 გაანადგურა. საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ექსფორვარდმა შეუცვლელად ითამაშა და 58-ე წუთზე, როდესაც მასპინძლები 2:0 იგებდნენ, საგოლე გადაცემა ტრუსას გაუკეთა.
მცველი ცოტნე კაპანაძემ „დუნაისკა სტრედას“ განაცხადში არ იყო. სტუმრების სასტარტოში ლუკა სილაგაძემ ითამაშა, რომელიც მე-60 წუთზე შეცვალეს.
„დუნაისკა სტრედა“ 10 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში მეორეა, ხოლო „პოდბრეზოვა“ 9 ქულით მესამეა.
ლაშა თაბაგარი





