მამაგეიშვილი ისევ შეცვლაზე, კიტეიშვილი მკურნალობს

0
1

გრაცის „შტურმმა“, რომელშიც ოთარ კიტეიშვილი და გიზო მამაგეიშვილი გამოდიან, ავსტრიის ბუნდესლიგის მე-4 ტურში შინ „ლუშტენაუს“ ვერ მოუგო – 1:1.
მასპინძლების განაცხადში საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველებიდან მხოლოდ მამაგეიშვილი მოხვდა, რომელიც თამაშში 67-ე წუთზე ჩაერთო და ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-2 წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. კიტეიშვილი წვივის კუნთის ტრავმოს გამო ჯერჯერობით გრაცელებს ვერ ეხმარება.
სტუმრები მე-10 წუთზე ვაიქსელბრაუნმა დააწინაურა, ხოლო მასპინძლებიდან საპასუხო ბურთი 65-ე წუთზე იატამ გაიტანა. 4 ტურის მერე, „შტურმი“ 8 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში მესამეა.
ლაშა თაბაგარი