ვოლკოვის პირველი გოლი სეზონში

0
0

დავით ვოლკოვმა „ზირეს“ მაისურით მიმდინარე სეზონში აზერბაიჯანის ჩემპიონატში პირველი გოლი გაიტანა. მე-2 ტურში ბაქოელებმა შინ „იმიშლი“ 3:1 დაამარცხეს – ვოლკოვმა შეუცვლელად ითამაშა, ხოლო ნახევარმცველი გიორგი პაპუნაშვილი მოედანზე 70-ე წუთზე შევიდა.
ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-4 წუთზე, როდესაც მასპინძლები 2:1 იგებდნენ, ვოლკოვი მოედნის ცენტრში ჯერ ერთ მცველს გაცდა, შემდეგ მეორეს, ხოლო საჯარიმოში შესული წინ გამოსულ მეკარესაც გაექცა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ლაშა თაბაგარი