მადრიდის „რეალის“ შემტევი ნახევარმცველი ჯუდ ბელინგემი ესპანეთის ჩემპიონატის 2023-2024 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.
ინგლისის ეროვნული ნაკრების მოთამაშემ თავის სადებიუტო სეზონში ლა ლიგაში ჩატარებულ 28 მატჩში 19 გოლი გაიტანა და 6 საგოლე პასი გააკეთა. მან „რეალთან“ ერთად ესპანეთის ჩემპიონატი და სუპერთასი მოიგო. გარდა ამისა, ჩემპიონთა ლიგის მოგების შანსი აქვს, რომლის ფინალში 1 ივნისს ლონდონში „რეალი“ დორტმუნდის „ბორუსიას“ შეხვდება.
ბელინგემმა 2024 წლის აპრილში Laureus-ისგან „წლის გარღვევის“ პრიზი მიიღო. ის პირველი ფეხბურთელი, რომელსაც წილად ასეთი პატივი ხვდა.
ლა ლიგაში სეზონის საუკეთესო მწვრთნელად მიჩელი აღიარეს, რომლის ხელმძღვანელობით „ჟირონამ“ მე-3 ადგილი დაიკავა და არსებობის ისტორიაში პირველად ჩემპიონთა ლიგაში ითამაშებს.
ლაშა თაბაგარი
