მიუნხენის „ბაიერნს“ ვენსან კომპანი გაწვრთნის. ეს ინფორმაცია ბავარიული პრესსამსახურმა გაავრცელა. 38 წლის კომპანიმ „ბაიერნთან“ ხელშეკრულებას 2027 წლის ივნისამდე გააფორმა. ის თომას ტუხელს შეცვლის.
„ბაიერნი“ ბელგიელი სპეციალიასტის კონტრაქტს პრემიერლიგიდან გავარდნილი „ბარნლიდან“ 12 მილიონ ევროდ გამოისყიდის.ბელგიის ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი „ბარნლიმდე“ ბრიუსელის „ანდერლეხტს“ ავარჯიშებდა.
ლაშა თაბაგარი
