გიორგი ქოჩორაშვილმა ესპანეთის სეგუნდა დივიზიონში მოასპარეზე „ლევანტესთან“ ახალი კონტრაქტი გააფორმა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა ვალენსიელებს თავისი ბედი 2027 წლამდე დაუკავშირა. მას მოქმედი კონტრაქტი 2025 წლამდე აკავშირდებდა.
ქოჩორაშვილთან ახალი კონტრაქტის დადება „ლევანტემ“ კლუბის ფანებს ორიგინალურად აცნობა, კერძოდ, თავის ვებგევრდზე ილია თოფურიას ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც UFC-ში პირველი ქართვლი მსოფლიო ჩემპიონი ფანებს ქოჩორაშვილთან ახალი ხელშეკრულების დადებას ულოცავს.
24 წლის ქოჩორაშვილმა 2023-2024 წლების სეზონში „ლევანტეს“ მაისურით სეგუნდა დივიზიონში 24-ჯერ ითამაშა და 2 გოლი გაიტანა. მან ესპანეთის თასზე ერთი თამაში ჩაატარა.
ლაშა თაბაგარი
