ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული გუნდის ერთ-ერთი მეტოქის ჩეხეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ივან ჰაშეკმა შემადგენლობა დაასახელა.
მეკარეები: ვიტესლავ იაროში (“შტურმი“), მატეი კოვარი („ბაიერი“, ლევერკუზენი), იანდრიხ სტანეკი („სლავია“, პრაღა).
მცველები: დავიდ დუდერა, ტომაშ ვლჩეკი, დავიდ ვინტერი, ტომაშ ჰოლესი (ყველა „სლავია“, პრაღა), ლადისლავ კრეჩი, მარტინ ვიტიკი (ორივე “სპარტა“, პრაღა), ვლადიმირ ცოუფალი („ვესტ ჰემი“, ინგლისი), რობინ ჰრანაცი ( „ვიქტორია“), დავიდ იურაშეკი („ჰოფენჰაიმი“, გერმანია).
ნახევარმცველები: მატეი იურაშეკი, ლუკაშ პროვოდი (ორივე „სლავია“, პრაღა), ლუკაშ ჩერვი, პაველ სულცი (ორივე „ვიქტორია“), ანტონინ ბარაკი („ფიორენტინა“, იტალია), ვაცლავ ჩერნი („ვოლფსბურგი“, გერმანია), ანდრეი ლინგრი ( „ფეიენოორდი“, ნიდერლანდები), მიხალ სადილეკი („ტვენტე“, ნიდერლანდები), ტომას სოუჩეკი (“ვესტ ჰემი“, ინგლისი).
თავდამსხმელები: პატრიკ შიკი, ადამ ჰლოჟეკი (ორივე „ბაიერი“, ლევერკუზენი), ტომაშ შორი ( „ვიქტორია“), მოჟმირ შიტილი ( „სლავია“, პრაღა), იან კუჩტა ( „სპარტა“, პრაღა).
F ჯგუფში საქართველოსა და ჩეხეთის დაპირისპირება 22 ივნისს ქალაქ ჰამბურგში შედგება. მანამდე, ვილი სანიოლის გუნდი 18 ივნისს დორტმუნდში თურქეთს დაუპირისპირდება, ხოლო ჯგუფში ბოლო მატჩს 26 ივნისს გელზენკირხენში პორტუგალიასთან ჩაატარებს.
ლაშა თაბაგარი
