ლიონელ მესის ხელფასი „ინტერ მაიამიში“ ცნობილია. MLS-მა ლიგაში მოასპარეზე ფეხბურთელების ხელფასები გამოაქვეყნა და როგორც ირკვევა არგენტინის ეროვნული ნაკრების კაპიტანი წელიწადში 12 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს (გარანტირებული კომპენსაციით, რომელიც 20,4 მილიონ დოლარს შეადგენს).
მეორე ადგილზე მესის თანაგუნდელი ესპანელი ნახევარმცველი სერხიო ბუსკეტსია – 8,3 მილიონი (გარანტირებული კომპენსაცია 8,7 მილიონი), ხოლო მესამე პოზიცია „ტორონტოს“ იტალიელ ნახევარმცველ ლორენცო ინსინიეს უკავია – 7,5 მილიონი (15,4 მილიონი). გარანტირებული კომპენსაციაა ესაა თანხა, რომელშიც შედის მოთამაშის ხელფასი და ბონუსები, რაც კონტრაქტის მოქმედების პერიოდში ერიცხება.
36 წლის მესიმ მიმდინარე სეზონში MLS-ში ჩატარებულ 12 მატჩში 12 გოლი გაიტანა და 11 საგოლე პასი გააკეთა.
ლაშა თაბაგარი
