მასიმიალიანო ალეგრი ტურინის „იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან დაითხოვეს.
„გათავისუფლება იტალიის თასის ფინალის მსვლელობისას და მისი დასრულების შემდეგ მიურებელ საქციელს მოჰყვა. ასეთი მოქცევა „იუვენტუსის“ ფასეულობებთან შეუთავსებელია.
სრულდება თანამშრომლობის პერიოდი, რომელიც 2014 წელს დაიწყო და 2021 წელს განახლდა. კლუბი მასიმილიანო ალეგრის მომავალ პროექტებში წარმატებას უსურვებს“ – იუწყება, იტალიური გრანდის პრესსამსახური.
ბერგამოს „ატალანტასთან“ მოგებული (1:0) თასის ფინალის მიწურულს არბიტრის გადაწყვეტილებით უკმაყოფილ ალეგრიმ პიჯაკი ლამის ტანზე შემოიხია და მეოთხე მსაჯს ყვირილით მიეჭრა, რისთვისაც გააძევეს. თამაშის შემდეგ კი, მან შეურაცხყოფა ცნობილი იტალიური გამოცემა Tuttosport-ის მთავარ რედაქტორ გვიდო ვაჩაგოს მიაყენა.
“იუვენტუსს” სეზონს 52 წლის ურუგვაელი პაოლო მონტერო ჩაამთავრებინებს, რომელმაც ტურინელთა რიგებში არაერთი სეზონი ჩაატარა და მანამდე, 21-წლამდელთა გუნდს ავარჯიშებდა.
ლაშა თაბაგარი
