გიორგი მამარდაშვილი ავტორიტეტული ესპანური გამოცემა Marca-ს ვერსიით ესპანეთის ლა ლიგის 35-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. განვლილ ტურში „ვალნსიამ“ შინ „რაიო ვალეკანოს“ დაუზავდა (0:0), ხოლო საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარემ რამდენიმე ეპიზოდში მასპინძლების გოლის გაშვებისგან იხსნა. ის შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. მამარდაშვილმა მიმდინარე სეზონში ლა ლიგაში კარი „მშრალად“ შეინახა, რაც საუკეთესო მაჩვენებელია.
გიორგი ამ სეზონში მატჩის საუკეთსო მოთამაშედ ხუთჯერ აღიარეს. გარდა ამისა, 23 წლის ფეხბურთელი ტურის საუკეთესო მეკარე ორჯერ გახდა, ხოლო 2-ჯერ მისი მოგერიება ტურში საუკეთესოდ მიიჩნიეს.
მამარდაშვილმა ოთხი პენალტი მოიგერია – ორი „ალავესთან“ (0:1) მატჩში აიღო, ხოლო თითო „ვილიარეალთან“ (0:1) და „ოსასუნასთან“ (1:0). მან მიმდინარე სეზონში გოლი მე-13 შეხვედრაში არ გაუშვა.
ლაშა თაბაგარი
