ხავი: „ბარსელონაში“ რთული და ჩახლართული ვითარებაა“

0
46

„ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელის ხავის განცხადებით, კლუბში რთული ვითარებაა შექმილი, რასაც გულშემატკივრები გაგებით უნდა მოეკიდონ.
„ვეცდებით კონკურენტუნარიანები ვიყოთ. გულშემატკივრებმა უნდა გაიგონ, რომ კლუბის მიმდინარე ფინანსურ მდგომარეობას საერთო არაფერი აქვს იმასთან, რაც 25 წლის წინ იყო. ვითარება რთული და ჩახლართულია. ადრე მწვრთნელი ამბობდა: „მე ამის, ამის და ამის გუნდში აყვანა მინდა“. ახლა კი ასე არაა.
ჩვენ იმ მდგომარეობაში არ ვართ ეკონომიკურად როგორც მაგალითად „რეალი“ ან ევროპის სხვა წამყვანი კლუბები. გულშემატკივრებმა ეს უნდა გაითავისონ. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ტიტულებისთვის არ ვიბრძოლებთ და ამის სურვილი არ გვაქვს. ჩვენ დრო გვჭირდება. არსებობს ისეთი რამ რისთვის ბრძოლა ღირს“ – იუწყება ხავის ნათქვამს ესპანური გამოცემა Marca.
ლაშა თაბაგარი