ბირმინგემის „ასტონ ვილამ“ ინგლისის პრემიერლიგის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე, ჩემპიონთა ლიგის საგზური გაინაღდა. „ასტონ ვილა“, რომელსაც თავის დროზე ჩემპიონტა თასი მოუგია, ჩემპიონთა ლიგის დაარსების შემდეგ, ამ ტურნირში პირველად ითამაშებს.
ბირმინგემელთა ესპანელი მთავარი მწვრთნელის უნაი ემერის აზრით, ჩემპიონთა ლიგაში თამაში საუკეთესო რამაა, ინგლისის პრემიერლიგაში ასპარეზონის შემდეგ“
„დღეს განსაკუთრებული დღეა. სეზონის დასაწყისიდან ამაზე ვოცნებობდით. ჩემპიონთა ლიგაში თამაში საუკეთესო რამაა, ინგლისის პრემიერლიგაში გამოსვლის შემდეგ. ჩემპიონთა ლიგაში სხვა ქვეყნის გუნდებს უპირისპირდები. ჩვენ ყოველთვის პასუხისმგებლები ვართ გუნდის ისტორიაზე და ეს პასუხისმგებლობა იმაში გამოიხატება, რომ საკუთარი დონე უნდა გავზარდოთ, მოვინდომოთ და ოცნებისკენ მივისწრაფვოდეთ. რა თქმა უნდა, ძალიან ბედნიერი ვარ და მეამაყება როგორც გულშემატკივრების, ასევე მოთამაშეების და ყველა სხვა დანარჩენის“ – იუწყება ემერის ნათქვამს ბირმინგემელთა პრესსამსახური.
„ასტონ ვილა“ 68 ქულით მეოტხე პოზიციაზეა და 5 ქულით ასწრებს მე-4 პოზიცაზეა მყოფ ლონდონის „ტოტენჰემს“.
ცნობისთვის, “ასტონ ვილამ” ბოლოს ჩემპიონთა თასზე 1982-1983 წლების სეზონში ითამაშა, როდესაც 1/4-ფინალში ტურინის “იუვენტუსთან” დამარცხდა.
ლაშა თაბაგარი
