კარლო ანჩელოტი: “ჩემს კარიერაში საუკეთესო სეზონია”

0
32

კარლოა ანჩელპტის მიაჩნია, რომ მიმდინარე სეზონი მის სამწვრთნელო კარიერაში საუკეთესოა. მადრიდის “რეალის” თავკაცმა ამის შესახებ ესპანეთის ლა ლიგის 37-ე ტურში “ალავესთან” 5:0 გამარჯვების შემდეგ განაცხადა.
“გუნდში ბევრი ნიჭიერი მოთამაშეა, ძალიან ახალგაზრდები და მაღალი დონის შემადგენლობა გვყავს. ამ გუნდს მომავალში ეპოქის შექმნა შეუძლია, იმ მოთამაშეების გათვალისწინებით, რომლებიც ამჟამად გვყავს. მწვრთნელის რანგში ჩემთვის ეს საუკეთესო სეზონი იყო. ამ გუნდის წარმატებას დიდწილად განაპირობებს ის ფაქტორი, რომ ყველა ფეხბურთელი უბურთოდ გულმოდგინედ მუშაობაში დავარწმუბოთ. მოთამაშეები ამას აკეთებენ. უნდი ლა ლიგაში ფანტასტიკურად გამოვიდა და ჩემპიონები ღირსეულად გავხდით, ისე რომ ეჭვი არავის გასჩენია. ყველა ჩვენს “ჩავარდნას” ელოდა, რაც არ დავუშვით.
სიხარულისგან “მეცხრე” ცაზე ვართ. თუმცა, ასეთი სულისკვეთებით უნდა გავაგრძელოთ, რადგან ჯერ ყველაზე მნიშვნელოვანი თამაში არ ჩაგვიტარებია” – იუწყება “რეალის” პრესსამსახური იტალიელი სპეციალისტის ნათქვამს, რომლის გუნდი 1 ივნისს ლონდონში “უემბლიზე” ჩემპიონთა ლიგის ფინალში დორტმუნდის “ბორუსიას” შეხვდება.
“რეალმა” ლა ლიგაში ზედიზედ 9 თამაში მოიგო და 93 ქულა დააგრივა.
ლაშა თაბაგარი