ჯუღელი: „გადაწყვეტილების მიღებას არ ვჩქარობთ“

0
47

ხვიჩა კვარაცხელიას აგენტის მამუკა ჯუღელის განცხადებით, საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდის „ნაპოლიდან“ წაყვანას არ ჩქარობს.
„ჩვენ გადაწყვეტილების მიღებას არ ვჩქარობთ, რადგან ნეაპოლი ხვიჩას მეორე სახლია. ჩვენ ვაფასებთ ზრუნვას და პატივისცემას, რომელიც „ნაპოლიმ“ და მისმა პრეზიდენტმა ხვიჩას მიმართ გამოიჩინეს. ჩვენ ისეთ წინადადებას განვიხილავთ, რომელიც კლუბსა და ფეხბურთელს დააკმაყოფილებს, ასევე თუ დე ლაურენტისიც წინააღმდეგი არ იქნება“ – ციტირებს ჯუღელს La Gazzetta dello Sport.
მიმდინარე სეზონში კვარაცხელიამ ნეაპოლელთა მაისურით ყველა ტურნირში ჩატარებულ 41 მატჩში 10 გოლი გაიტანა და 7 საგოლე პასი გააკეთა.
ლაშა თაბაგარი