მარსელო გალიარდო „ალ-იტიჰადიდან“ მიდის

0
37

მარსელო გალიარდო საუდის არაბეთის კლუბ „ალ-იტიჰადის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობის დატოვებას გეგმავს. ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, 48 წლის არგენტინელს ჯერ ბ ოლომდე არ გადაუწყვეტია კლუბიდან ახლა წავიდეს თუ სეზონის დასრულების ბოლოს.  მისი წასვლის მიზეზი გუნდის მიერ ნაჩვენები ცუდი შედეგია. „ალ-იტიჰადმა“ ზედიზედ სამი შეხვედრა წააგო, მათ შორის „ალ-იტიფაკთან“ 0:5.
გალიარდო „ალ-იტიჰადს“ 2023 წლის ნოემბირდან ავარჯიშებს. ამჟამად, მისი გუნდი საუდის არაბეთის ჩემპიონატში მე-5 ადგილზეა.
47 წლის გალიარდო „ალ-იტიჰადამდე“  2014-2022 წლებში  არგენტინის „რივერ პლეიტს“ ხელმძღვანელობდა. მან „რივერს“ ერთხელ არგენტინის ჩემპიონატი, სამჯერ რგენტინის თასი, ორჯერ არგენტინის სუპერთასი, ორჯერ კოპა ლიბერტადორესი, ერთხელ კოპა სუდამერიკანა, ხოლო სამჯერ რეკოპა სუდამერიკანა მოაგებინა. არგენტინელი სპეციალისტი სამხრეთ ამერიკის საუკეთესო მწვრთნელად სამჯერ დაასახელეს.
ლაშა თაბაგარი