კილიან მბაპე: „თავაწეული მივდივარ“

0
42

საფრანგეთის ლიგა 1-ის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად ზედიზედ მეხუთედ დაასახელეს. ამ ჯილდოს მიღების შემდეგ, 25 წლის ფეხბურთელმა, რომელმაც 10 მაისს პსჟ-დან წასვლის შესახებ განაცხადა და „პარკ დე პრენსზე“ ბოლო მატჩი „ტულუზასთან“ ჩაატარა, სოციალურ ქსელში ემოციური პოსტი გამოაქვეყნა.
„ამ კლუბთან ერთად გატარებულ განსაკუთრებულ მომენტებს ვერასოდეს დავივიწყებ. მადლობა ჩემს თანაგუნდელებს და ისეთი განსაკუთრებული და პრესტიჟული კლუბის თანამშრომლებს, როგორიც პსჟ-ეა, რადგან ყოველთვის საშუალებას მაძლევდნენ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია ვყოფილიყავი. თავაწეული მივდივარ, მაგრამ არასოდეს მავიწყებდა, რომ თქვენი უზუმოდ მადლობელი ვარ“ – დაწერა მბაპემ.
საფრანგეთის ეროვნული ნაკრების კაპიტანი პსჟ-ში 2017-2018 წლების სეზონიდან თამაშობდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 307 მატჩში 256 გოლი გაიტანა.
ლაშა თაბაგარი