მადრიდის „ატლეტიკოს“ თავდამსხმელი ანტუან გრიზმანი საფრანგეთის ფეხბურთელთა პროფკავშირებისა და მწვრთნელების გამოკითხვის შედეგად, უცხოეთში მოთამაშე 2023-2024 წლების სეზონის საუკეთესო ფრანგ ფეხბურთელად დაასახელეს. ამის შესახებ ფეხბურთელთა პროფკავშირების პრესსამსახური იუწყება.
გრიზმანმა ამ ჯილდოს მოპოვებიოსთვის ბრძოლაში ედუარდ კამავინგას, ორელიან ჩუამენის (ორივე „რეალი“), მაიკ მენიანს („მილანი“) და ვილიამ სალიბას („არსენალი“) აჯობა.
„ატლეტიკოს“ 33 წლის ფორვარდმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირში ჩატარებულ 45 მატჩში 21 გოლი ჩაატარა და 8 საგოლე პასი გააკეთა,.
ლაშა თაბაგარი





