თორნიკე შენგელიას “ვირტუს ბოლონიასთვის” იტალიის ჩემპიონატის პლეი ოფი დაიწყო. სერია A-ს რეგულარულ ჩემპიონატში პირველი ადგილის დაკავების შემდეგ მეოთხედფინალურ სერიაში ბოლონიელები “ტორტონას” ხვდებიან. პირველ მატჩში ქართველ ფორვარდს არ უთამაშია. შენგელია გაციებულია და ტემპერატურის გამო შეხვედრაში მონაწილეობა ვერ მიიღო.
მატჩი ბოლონიელთა გამარჯვებით – 92:80 დასრულდა. საუკეთესო შედეგი აიზია კორდინიემ დააფიქსირა – 18 ქულა და 4 მოხსნა. 16 ქულა მარკო ბელინელიმ, ხოლო 15 – გაბრიელ ლუნდბერგმა დააგროვეს. პირველი ნახევარი ვირტუსმა 44:48 წააგო, თუმცა მესამეში 24:8 იმერჯვა და მატჩის ბედი სათავისოდ გადაწყვიტა.
სერია 3 მოგებამდეა. მომდევნო მატჩი 13 მაისს კვლავ ბოლონიაში გაიმართება და იმედია, ამ შეხვედრაში ვირტუსს შენგელიაც დაეხმარება.
