„ტორინოს“, რომელშიც საქართველოს ეროვნული გუნდის მცველი საბა საზონოვი გამოდის, მიმდინარე წლის ზაფხულიდან ახალი მწვრთნელი ეყოლება.
„ახალ კონტრაქტს როდესაც თანხმდები, მისი პირობები უნდა დაიცვა. სეზონის დასრულებამდე სამი ტურით ადრე მივხვდი, რომ კონტრაქტის ვადის ბოლომდე ვერ ვიმუშავებდი, ამიტომ მივდივარ“ – განაცხადა ხორვატმა სპეციალისტმა
48 წლის იურიჩი ტურინელებს 2021 წლის ზაფხულიდან ავარჯიშებს. მანამდე, ის „ჯენოაში“, „კროტონეში“, „მანტოვაში“ და „ვერონაში“ მუშაობდა.
22 წლის საზონოვმა, რომელიც „ტორინოსი“ სადებიუტო სეზონს ატარებს, მიმდინარე სეზონში იტალიის სერია A-ში 12-ჯერ ითამაშა.
ლაშა თაბაგარი
