გიორგი მამარდაშვილი მიმდინარე სეზონში ესპანეთის ლა ლიგაში მატჩის საუკეთესო მოთამაშედ კიდევ ერთხელ დაასახელეს. 35-ე ტურში “ვალენსიამ” “რაიო ვალეკანოს” უმასპინძლა და გუნდები ერთმანეთს გატანილი გოლების გარეშე დაშორდნენ. საქართველოს ეროვნული ნაკრების კარის დარაჯმა მაღალ დონეზე ითამაშა და მიმდინარე სეზონში შეხვედრის MVP-დ მეხუთედ დაასახელეს.
გარდა ამისა, 23 წლის ფეხბურთელი ამ სეზონში ტურის საუკეთესო მეკარე ორჯერ გახდა, ხოლო 2-ჯერ მისი მოგერიება ტურში საუკეთესოდ მიიჩნიეს.
მიმდინარე სეზონში გიორგიმ ოთხი პენალტი მოიგერია – ორი „ალავესთან“ (0:1) მატჩში აიღო, ხოლო თითო „ვილიარეალთან“ (0:1) და „ოსასუნასთან“ (1:0). მან მიმდინარე სეზონში გოლი მე-13 შეხვედრაში არ გაუშვა.
ლაშა თაბაგარი





