„ატლანტა იუნაიტედმა“, რომელშიც საბა ლობჟანიძე გამოიდის, MLS-ის მე-12 ტურში „დისი იუნაიტედს“ უმასპინძლა და 2:3 დამარცხდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 55-ე წუთზე მეტოქის საჯარიმოში მარჯვნიდან შესულმა დაარტყა – ბურთი მცველს ფეხში მოხვდა, რი შემდეგ კარში აღმოჩნდა. საბა 73-ე წუთზე შეცვალეს, როდესაც მატჩში ხუთივე გოლი გასული იყო. ის მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს, რაც ბოლო 9 თამაშში მეხუთედ მოხდა. „ატლანტა იუნაიტედი“ 12 ქულით 15-გუნდიან აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-10 ადგილზეა.
სლოვაკეთის ჩემპიონმა ბრატისლავას „სლოვანმა“ ბოლოსწინა ტურში გასვლაზე „პოდბერეზოვასთან“ 1:2 წააგო. დამარცხებულთა სასტარტო შემადგენლობაში ჩვენი ეროვნული გუნდის კაპიტანმა გურამ კაშიამ ითამაშა, რომელმაც შეუცვლელად ითამაშა, ხოლო ჯაბა კანკავა განაცხადში ვერ მოხვდა..
ლაშა თაბაგარი
