აზაროვი და გოჩოლეიშვილი უკრაინაში ოქროს მედლებს დაუფლნენ

0
63

ირაკლი აზაროვი და გიორგი გოჩოლეიშვილი ურკაინის ჩემპიონები გახდნენ. 28-ე ტურში დონეცკის „:შახტიორმა“, რომელშიც საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველები გამოდიან, 28-ე ტურში უშუალო კონკურენტ კიევის „დინამოს“ უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა, რის წყალობით, 2 ტურით ადრე ოქროს მედლები მოიგო. აზაროვი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 71-ე წუთზე შეცვალეს. გოჩოლეიშვილი განაცხადში მოხვდა, მაგრამ არ უთამაშია. გოჩოლეიშვილმა უკრაინის ჩემპიონატის ტიტული ზედიზედ მეორე მოიგო, ხოლო აზაროვმა – პირველად.
ლაშა თაბაგარი