სტივ კინი: “არაბიძე მოედანზე უფრო ძლიერი გავა ვიდრე მანამდე”

0
40

ქუთაისის “ტორპედოს” მთავარი მწვრთნელის სტივ კინის თქმით, გიორგი არაბიძე ეროვნულ ნაკრებში არგამოძახებით გულდაწყვეტილია, მაგრამ ეს მისთვის დამატებითი მოტივაციაა და მოედანზე კიდევ უფრო ძლიერი გავა. შოტლანდიელმა სპეციალისტმა ამის შესახეებ კრისტალბეთ ეროვნული ლიგაში დღეს გორის “დილასთან” გასამართ საშინაო მატჩამდე პრესკონფერენციაზე განაცხადა.
სტივ კინი: “გიორგი არაბიძე პროფესიონალი და პატრიოტია. ლოგიკურია, რომ ეროვნულ ნაკრებში არგამოძახების გამო ის გულდაწყვეტილია, მაგრამ ჩვენ, ვისაც მასთან კლუბში ყოველდღიური ურთიერთობა გვაქვს და ვიცნობთ მის ხასიათს, ვიცით, რომ ეს მისთვის დამატებითი მოტივაციაა და მოედანზე იმაზე ბევრად ძლიერი გავა, ვიდრე მანამდე.
წაგება არასდროსაა სასიამოვნო. წინა მატჩები გავაანალიზეთ და ვიმუშავეთ შეცდომების გამოსწორებაზე. “დილასთან” ძალიან რთულ თამაშს ველოდებით. კარგი ამბავია ლაშა შერგელაშვილის დაბრუნება – ის გამოჯანმრთელდა და მატჩის განაცხადში იქნება. ეტაპობრივად, სხვა ტრავმირებული ფეხბურთელებიც დაგვიბრუნდებიან.
კლუბში მოსვლის პირველივე დღიდან ხელმძღვანელობასთან ერთად შემადგენლობის გაძლიერებაზე ვმუშაობთ. ასეთ დროს, როცა ერთდროულად რამდენიმე ფეხბურთელია ტრავმირებული, პრობლემები მეტად თვალშისაცემი ხდება.
კლუბის ხელმძღვანელობასთან ერთად ვმუშაობთ ამ საკითხზე, გვსურს შემადგენლობა უფრო მეტად გაძლიერდეს. შესაბამისად მანამ, სანამ სატრანსფერო ფანჯარა ღიაა, ყოველ წუთს შესაძლოა ახალი ფეხბურთელი დავიმატოთ”.
ლაშა თაბაგარი