პოზნანის „ლეხმა“, რომელშიც ნიკა კვეკვესკირი გამოდის პოლონეთის ექსტრაკლასას 25-ე ტურში თანაქალაქელი „ვარტა“ მიიღო და 2:0 დაამარცხა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცეკაპიტანი სასტარტო შემადგენლობაში არც ამჯერად მოხვდა და შეცვლაზე 86-ე წუთზე შევიდა. მასპინძლებმა ველდეს დუბლით გაიმარჯვეს, რომელმაც თავი 52-ე და მე-80 წუთზე გამოიჩინა. „ლეხი“ 44 ქულით 18 გუნდში მესამეა და ქულით ჩამორჩება ლიდერ „იაგიელონიას“.
იტალიის სერია A-ს 29-ე ტურში „ემპოლიმ“ შინ სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზე მყოფ „ბოლონიასთან“ 0:1 წააგო. მასპინძლების თადარიგში საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების მცველი საბა გოგლიჩიძე იყო, რომელსაც არ უთამაშია. სტუმრებიდან ერთადერთი გოლი მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-4 წუთზე ფაბიანმა გაიტანა.
ლაშა თაბაგარი





