გიორგი ონიანის ხელმძღვანელობით მიმდინარე სეზონში „გაგრამ“ პირველი მატჩი მოიგო. კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-4 ტურში გაგრელები სტუმრად ჩრდილოეთ მაკედონიელი დიმიტარ კაპინკოვსკის გაწვრთნილ „სამტრედიას“ დაუპირისპირდნენ და ორბურთიანი სხვაობით აჯობეს.
შეხვედრის მე-12 წუთზე რევაზ ინჯგია მეტოქის საჯარიმოში მარცხნიდან შეიჭრა და ზუსტი პასით „გაგრას“ მეკარესთან პირისპირ გიორგი გოგოლაშვილი დატოვა, რომელმაც ანგარიში გახსნა – 1:0. 22-ე წუთზე გიორგი პაპუაშვილმა დაახლოებით 25 მეტრიდან ძლიერად დაარტყა და საპასუხო გოლი გაიტანა – 1:1. 28-ე წუთზე თანაგუნდელის მიერ მარცხენა ფლანგიდან ჩაწოდების მერე, მათე ვაწაძემ თავით ვერ დაარტყა, მაგრამ საჯარიმოში ბურთისთვის ბოლომდე იბრძოლა და პასი გიორგი ხარებაშვილს გაუკეთა, რომელმაც „გაგრა“ დააწინაურა.
მეორე ტაიმის დაწყებიდან სამ წუთში ხარებაშვილმა სამტრედიელთა საჯარიმოში ვაწაძე მოძებნა, რომელმაც ბურთი გაიჩერა, შემოტრიალდა და მეკარისგან მარცხენა დაბალ კუთხეში ზუსტად გაგზავნა – 1:3. საქართველოს ეროვნული ნაკრების ექსფორვარდმა, რომელიც „გაგრაში“ სადებიუტო სეზონს ატარებს, პირველი გოლი გაიტანა.
„გაგრა“ 3 ქულით 10-გუნდიან ჩემპიონატში მე-8 ადგილზეა, ხოლო „სამტრედია“ 2 ქულით ბოლოსწინაა.
სამტრედია 1:3 გაგრა
ლაშა თაბაგარი





