მადრიდის „ატლეტიკოს“ მთავარ მწვრთნელ დიეგო სიმეონეს მიაჩნია, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში შინ მილანის „ინტერთან“ გამარჯვებაში გადამწყვეტი როლი „ვანდა მეტროპოლიტანოზე“ შეკრებილმა გულშემატკივრებმა ითამაშეს.
„ჩვენ გულშემატკივრებით აღფრთოვანებული ვარ – დახვედრა რომელიც სტადიონზე მისულებს მოგვიწყვეს და მატჩის დასაწყისი ძალიან ემოციური იყო. „ინტერთან“ შეხვედრამდე „კადისთან“ წარუმატებლად ვითამაშეთ და ვეცადე მოთამაშეებისთვის ამეხსნა, რომ ახლა დრო არაა გულშემატკივრებს მხარდაჭერა მოთხოვონ, არამედ, მათთვის ყველაფერი უნდა გაიღონ. ჩვენი ქომაგები ამ სტადიონზე გადამწყვეტ როლს თამაშობენ და დღეს მთელმა მსოფლიომ ეს დაინახა. ისინი ჩვენს ფეხბურთელებს დაეხმარნენ, რომ წარმოუდგენლად რთულ მეტოქეს გამკლავებოდნენ.
კოკე ბოლომდე დაიხარჯა, ხოლო გრიზმანი მანამდე დარბოდა, ვიდრე ფეხები ამის საშუალებას აძლევდა. დეპაი მოედანზე გავიდა და საკუთარი თავი საჭირო მომენტში წარმოაჩინა. ჩვენ ამის იმედი გვქონდა. შესაძლოა, ვინმეს ჰგონია, რომ საუკეთესო 8 გუნდში მოხვედრა ადვილია, მაგრამ ასე არაა“ – იუწყება უეფას ვებგვერდი არგენტინელი სპეციალისტის ნათქვამს, რომელმაც თამაშის მერე ცრემლები ვერ შეიკავა.
ლაშა თაბაგარი





